Taylor Swift-ი როგორც ჩანს ჭკუას სხვის შეცდომებზე ნამდვილად ვერ სწავლობს. ის საუკეთესო მეგობრის Selena Gomez-ის ბედს მოხერხებულად იზიარებს. თუ რატომ ამას დაწვრილებით მოგახსენებთ. მის ახალ რომანს One Direction-ის წევრ Harry Styles-თან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ერთ დროს Selena-სა და Justin-ის ურთიერთობას. მსგავსება ორ BFF-ს ბევრი აქვს. მან როგორც Selena-მ რომანი გააბა თინეიჯერი გოგონების საყვარელ ვარსკვლავთან. ეს ხომ ბევრ პრობლემას ქმნის. ასევე ასაკით მასზე უმცროსთან. Harry 18 წლისაა ხოლო Taylor-ი 22-ის. ალბათ მეგობრებს თავისზე უმცროსი ”მამაკაცები” უფრო იზიდავთ. Selena-ს აქტიურად ემუქრებოდნენ Justin-ის გამო. უკვე აღარც Taylor-ი ჩამორჩება. ჭორები Taylor-ისა და Harry-ს ურთიერთობის შესახებ 15 ნოემბრიდან გავრცელდა. როცა ისინი X factory-ის შოუზე ერთმანეთის მიმართ ღიად გამოხატავდნენ სიმპათიებს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ Harry-ს ფანები ძალიან გაბრაზდნენ. მათ არც Taylor-ი მოსწონთ და არც ის ფაქტი, რომ Harry შეიძლება ვინმეს ხვდებოდეს. გაბრაზებული ფანები Swift-ს უამრავ მუქარის წერილს უგზავნიან. მაგალითდ, ”მოგკლავ, შენ არ უნდა შეხვედროდი Harry-ს’’ და "თუ კიდევ შეხვდები ჩემს Harry-ს იცოდე მართლა მოგკლავ’’. პრინციპში რა გასაკვირია, რომ ორ წარმატებულ მომღერალს ერთმანეთი მოსწონთ. მაგრამ ეს მიუღებელია Styles-ს ფანებისათვის. ვარსკვლავობას და თინეიჯერი გოგონების კუმირობას, როგორც ჩანს უარყოფითი მხარეებიც აქვს. საინტერესოა როგორ განაგრძობს წყვილი ურთიერთობას.
daamowma da gaalamaza:MissCyrus♥
|