Lady gaga-ს ახალი სუნამო მალე გაყიდვაში გამოვა. მისი პრეზენტაცია 7 ოქტომბერს ლონლონში შედგა, სადაც Gaga თავისი ახალი ფრჩხილებით გამოცხადდა. 26 წლის მომღერალი ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდა ფანებს. მან ცოტა ხნის წინ The Lennon Ono-ის მშვიდობის პრიზი აიღო, მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის. ”Lady gaga არის საუკეთესო მომღერალი და ხელოვანი, რომელსაც შეუძლია თავი მთელს მსოფლიოს გააცნოს. მან შექმნა მუსიკალური მიმდინარეობის ახალი სტილი” - განაცხადა Yoko Ono-მ. შეგახსნებთ, რომ ამჟამად მუსიკოსი ”Born This Way Ball” ტურში იმყოფება, რომელმაც სტარტი აპრილის ბოლოს აიღო და ბოლო შოუს 2013 წლის 16 მარტს გამართავს. მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში ასზე მეტ კონცერტს მოიცავს.
|