როგორც გატყობინებდით ბრიტანული ბენდი One Direction ახალი ვიდეოს რელიზს 20 სექტემბერს გეგმავდა. ალბათ თავად ბიჭებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ახალი ნამუშევარი ასეთი პოპულარული გახდებოდა.
გამოსვლიდან ზუსტად ორ დღეში ვიდეოპორტალ YouTube-ზე One Direction-ის კლიპმა ”Live While We're Young” 13 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამ დროისთვის კი 19 მილიონს უტოლდება.
რა თქმა უნდა პოპულარობასაც აქვს უარყოფითი მხარეები და გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბრიტანული ბენდის ახალ ვიდეოს Big Time Rush-ის ”Windows Down”-ს ადარებენ და აცხადებენ, რომ ”Live While We're Young”-ის შემქნელებმა იდეა სწორედ Big Time Rush-ს მოპარეს.