წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საქორწინო ცერემონია კი „შერატონში" გაიმართა. ნინის მეჯვარეები კი ქეთა თოფურია და თაკო გაჩეჩილაძე იყვნენ.
მომღერალმა ქორწილის დამადასტურებელი პირველი ფოტო თავად გამოქვეყნა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით კი კიდევ რამდენიმე სურათი გავრცელდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი და ნინი მალე მოსკოვში გადავლენ საცხოვრებლად, თუმცა როგორც თავად გვითხრეს საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ ხოლმე.