შოკოლადი
შოკოლადი (ინგლ. Chocolate, ფრანგ. Chocolat) არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.სიტყვა „შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის „ჩოკოლატლის" დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი" წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.
სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა.
მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.
ნაყინი
ნაყინი — გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი. აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი) და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისაგან განსაზღვრული რეზეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. ნაყინის ტემპერატურაა — 4-5 °C. „რბილ" ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ („წრთობენ") — 10, — 20 °C-მდე.ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წ-ზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებენ. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებს ამატებდნენ. რეცეპტები და შენახვის პირობები ახ. წ. XVI საუკუნეში „ში–კინგის" წიგნში გაამხილეს. ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია შენახვა გაციებული წვენების, მოსავლის აღებისას. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთისა და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება. ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, თავის წიგნში აღწერა გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. მის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, 1040 წელს წერდა, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. XVIII საუკუნის დასასრულს. ძველ რუსეთში გაყინული რძე ეროვნულ კერძად ითვლებოდა. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.