ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...
სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში„Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა.
2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა -„Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga Ga").
პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block".
სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.
2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია