კვირის 10 ყველაზე კარგად ჩაცმული სელებრითი Marie Claire-ის მიხედვით.
ჟურნალმა Marie Claire კვლავ წარმოგვიდგინა კვირის საუკეთესოდ ჩაცმული სელებრითების სია, სადაც ვიხილავთ:დიანა კრიუგერს, ფირნ კოტონს, ტეილორ სვიფტს, ქეით მოსს, სელინ დიონს, მირანდა ქერს, ჯესიკა ბილს, ანა ფრილს, რიანასა და ოლივია პალერმოს. ახლა კიგადავხედოთ ტოპ 10-ს და გავიგოთ თუ ვინ რომელი ადგილი დაიკავა.
მე-10 ადგილი -დიანა კრიუგერი დიანას დაკისრებული ჰქონდა საპასუხისმგებლო მისია, აენთო საშობაო ცეცხლი ელისის მინდვრებზე პარიზში, მას ეცვა Lanvin-ის კაბა და Brian Atwood-ის მაღალი ჩექმები.
მე-9 ადგილი - ფირნ კოტონი ორსული გოგონა იშვიათად ხვდება მსგავს სიებში, მაგრამ მან ეს „დაარღვია". ელენაგტურად ჩაცმული მიემართება„Radio 1"-ისკენ.
მე-8 ადგილი - ტეილორ სვიფტი American Music Awards-ზე ლოს-ანჟელესში არავინ იყო ტეილორზე კარგად ჩაცმული. ახალგაზრდა ქანთრი-მომღერალი წითელ ხალიჩაზე Zuhair Murad-ის ოქროსფერი კაბითა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმლით წარსდგა. მისი ჩაცმულობა უბრალოდ შეუდარებელია, თუ ასე გააგრძელებს ის გახდება მოდური აიქონი.
მე-7 ადგილი -ქეით მოსი „Très chic"-ასე ახასიათებს მის სტილს ონლაილ-ჟურნალი. ქეითი საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე პარიზში.
მე-6 ადგილი - სელინ დიონი Marie Claire-ის რედაქტორები უბრალოდ განცვიფრებულები იყვნენ, ამ ფოტოების ნახვისას. 44 წლის მომღერალი აოცებს პუბლიკას თავისი ოქროსფერი ვერსაჩეს კაბით. თუმცა მარტო კაბა არაფერია, თავად სელინ დიონი მშვენივრად გამოიყურება და რათქმაუნდა გასაოვრად მღერის. მომღერალი ელეგანტურად გამოიყურებოდა Bambi Awards-ზე.მე-5 ადგილი - ჯესიკა ბილი ყველაზე მოდური ფერის კაბით მიიჩქარის ჯასტინ ტიმბერლეიკის მეუღლე დევიდ ლეტერმანის შოუზე. მსახიობს ამშვენებს Roland Mouret-ის ლურჯ-მწვანე კაბა და ღია ცისფერი Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი. მე-4 ადგილი - ანა ფრილი მსახიობი ტოვებს ლონდონის თეატრს, სადაც გაიმართა სპექტაკლი „ბიძია ვანია" მისი მონაწილებით. ანა 50-იანების სტილით იყო შემოსილი, მას ეცვა ფუმფულა ზედა და მოკლე შარვალი დამახასიათებელი პრინტით.მე-3 ადგილი - რიანა ზოლიანი სამოსითა Acne-ის მამაკაცების კოლექციიდან და Raf Simons-ის ლურჯი ქურთუკით ანათებდა ლონდონში. მომღერალი ნათლად გამოირჩევა სხვებისგან , ამიტომ რედაქტორები ვერ ხვდებოდნე სად განეთავსებიდათ : ზემოთ-მეტისმეტია, ქვემოთ-არასწორია. რიანას შეუძლია გააოცოს პუბლიკა საკუთარი სტილით, ამიტომ ის ყოველთვის შუა პოზიციებს იკავებს მოდურ რეიტინგებში. მე-2 ადგილი - მირანდა ქერი გასული კვირის შემდეგ მირანდა მეორე ადგილზე გადავიდა. ჟურნალი Marie Claire კვლავ მოიხიბლა მოდელის ქუჩის სტილით, რომლებსაც სურს და შეუძლია იყოს განსხვავებული. ბოლო დროს მირანდა გვევლინებოდა ქალური სტილით, მაგრამ ახლა მან დაგვანახა თავისი „ბნელი მხარე". ბავშვთან ერთად სიარულისას ახალგაზრდა დედა გამოჩნდა Balenciaga-ს ტყავის შავი კურტკით, Acne-ს მწვანე სვიტრით, ასიმეტრიული ქვედაბოლოთი და Tabitha Simmons-ის ფეხსაცმლით. მის ლუქს ამშვენებდა Christian Louboutin-ის ჩანთა სვიტრის ფერებში გადაწყვეტილი. პირველი ადგილი-ოლივია პალერმო ამჯერად რედაქტოების სიმპატია ამერიკელმა ოლივია პალერმომ დაიმსახურა, რომელიც ნამდვილად ელეგანტურობის განსახიერებაა. ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონა იმყოფებოდა Prix de la Moda awards-ზე მადრიდში. მისი ლუქი წუნდაუდებელია. ვარსკვლავის მოხდენილ სილუეტს ხაზი გაუსვა Christian Dior-ის კაბამ. ოლივიას ჩაცმულობა დაამშვენა იასამნისფერმა ქლათჩმა.
|