მთავარი |ჩემი პროფილ | ამოსვლა

ხუთშაბათი, 2025-01-30, 6:18 PM

 თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი ♥" 


მენიუ ♥
Chat♥

Polls ♥ #1
რომელი ვარსკვლავი მოგწონს ?
Total of answers: 314
რეკლამა

ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » მარტი » 2 » Iphone+
12:16 PM
Iphone+
Iphone+
კომპანია „iPhone+ " არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომელთაც კორპორაცია „Apple" ოფიციალურად აწვდის თავის პროდუქციას.
.


საქართველოში კორპორაცია „Apple" – ის ავტორიზებულმა რესელერმა, კომპანია „Ge-store" -მა გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა შ.პ.ს „ iPhone+" -ის გენერალურ დირექტორს„ GE-STORE" მოუწოდებს „iPhone+"-ს, შეწყვიტოს "Apple”-ის ლოგოს უკანონო გამოყენება და მომხმარებელს შეატყობინოს, რომ შპს „iPhone+ " არ არის კომპანია „Apple "-ის არც ოფიციალური წარმომადგენელი, არც რესელერი და არც სერვისის უზრუნველმყოფელი.

კომპანია „iPhone+ " არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომელთაც კორპორაცია „Apple" ოფიციალურად აწვდის თავის პროდუქციას.

გთავაზობთ გამაფრთხილებელი წერილის სრულ ვერსიას: 
„გაცნობებთ, რომ თქვენი კომპანია არღვევს კორპორაცია „Apple”-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. კერძოდ, შპს „iPhone+"-ს განთავსებული აქვს კომპანია"Apple”-ის ლოგო (რომელიც დაცულია ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად) თავისი მაღაზიების ფასადებზე, იყენებს კორპორაცია „Apple "-ის სიმბოლიკას (ბეიჯებსა და მაისურებზე). გარდა იმისა, რომ თქვენი კომპანია არღვევს კორპორაცია „Apple”-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, თქვენ ასევე შეცდომაში შეგყავთ ჩვეულებრივი მომხმარებელი.

 მომხმარებელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ თქვენი კომპანია მათ ვერ სთავაზობს კორპორაცია „Apple”-ის სტანდარტულ სერვისს და შესაბამის საგარანტიო პირობებს. მთელ მსოფლიოში „Apple” ის პროდუქციის სიძვირე განპირობებულია არა მხოლოდ თავად პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, არამედ მომხმარებლის მაღალი დონის მომსახურებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოში კორპორაცია „Apple”-ის ბრენდი ხდება კრიტიკის საგანი. ამგვარი ბიზნეს-პრაქტიკა კი ზიანს აყენებს „Apple” ის ბრენდს და შესაბამისად, კომპანია „GE-STORE "-ის იმიჯსაც. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ შპს „iPhone+”-მა შეწყვიტოს კორპორაცია „Apple” ის ლოგოს უკანონო გამოყენება და შეატყობინოს მომხმარებელს, რომ შპს „iPhone+" არ არის „Apple” ის არც ოფიციალური წარმომადგენელი, არც რესელერი და არც სერვისის უზრუნველმყოფელი.
იმ შემთხვევაში, თუ ამ წერილის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში თქვენი მხრიდან არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს."

კომპანია „ GE-STORE " მომხმარებელს ურჩევს, არ შეიძინოს „Apple” ის პროდუქცია არაოფიციალურ გადამყიდველებთან, რათა თავიდან აიცილოს უხარისხო ტექნიკის შეძენის რისკი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. 
კატეგორია: სიახლეები/NEWS | ნანახია: 623 | დაამატა: MissCyrus♥ | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
გამარჯობა: Guest



ჯგუფი: სტუმარი ♥
სქესი:
შენ ხარ მომხმარებელი № 0
პირადი შეტყობინება:
თქვენი Ip: 18.117.148.67
დრო: 2025-01-30

[ პროფილის მართვა ]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 

საათი ♥
Top User

null MissCyrus♥
null169
null877
null10


null Glamour_chill
null117
null156
null3


null tamta
null79
null488
null30


null -aNA-
null79
null95
null0


null SooFo♥
null68
null136
null2

Top News
LoL

კომენტარები: 4 ნანახია: 10222
The Vampire Diaries

კომენტარები: 3 ნანახია: 5001
The Vampire Diaries

კომენტარები: 4 ნანახია: 4518
tatoo

კომენტარები: 5 ნანახია: 4033
Fashion

კომენტარები: 3 ნანახია: 3989
Old Time ♥

კომენტარები: 5 ნანახია: 3212
Maria Valverde Pics

კომენტარები: 3 ნანახია: 2878
House OF Anubis

კომენტარები: 5 ნანახია: 2838
MEGAN FOX

კომენტარები: 4 ნანახია: 2822
Baloons

კომენტარები: 7 ნანახია: 2629
რეკლამა
Polls ♥ #2
რამდენად ხშირად სტუმრობთ ჩვენს საიტს?
Total of answers: 68
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
\
Polls ♥ #3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Total of answers: 56

Copyright MyCorp © 2025
Free web hosting - uCoz