ჟიზელ კაროლინ ბუნდჰენი (გერმ. Gisele Caroline Bündchen; დ. 20 ივლისი, 1980, ბრაზილია) — გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელი სუპერმოდელი.
ჟიზელი გაიზარდა სამხრეთ ბრაზილიის პატარა სოფელ ჰორიზონტინაში. მას ჰყავს ხუთი და.
მისი კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში და უკვე რამდენიმე წელიწადში ის ხდება Dolce & Gabbana-ს პარფიუმის სახე. მისი შემოსავალი 33 მილიონ დოლარს აღემატება.
ჟიზელმა ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 1,5 მლნ $ შესწირა.
ჟიზელის უფროსი და რაკელი მუშაობს ფედერალურ მოსამართლედ.
მიუხედავად მისი გერმანული ფესვებისა, ჟიზელმა მაინც ვერ ისწავლა გერმანული ენა.