ჰაი მე ბარბარა ვარ 16 წლის.მეგობრები ბარბის მეძახიან. ვცხოვრობდა ვსწავლობ ნიუ იორკში. მყავს დედა -მენდი , 9 წლის და -ჯოი და საუკეთესო მეგობარი (ფატქობრივად და) ბეჰატი. დედა სულ მუშობს , ამიტომ ჩემს დას მე და ბეჰატი ვზრდით. ჯერ მხოლოდ 9 წლისაა და ბევრ რამეში ჭირდება ჩვენი დახმარება.მიყვარს როგორც სპორტული ასევე კლასიკური სტილი ( ჩემს ხელში ბეჰატისაც) .დედაჩემი და ბეჰატის დედა რათქმაუნდა დაქალები არიან , ისინი ერთ სამსახურში მუშაობენ . მე და ბეჰატი ერთნაირები ვართ , კარგად ვსწავლობთ , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გართობისთვის დრო არ გვრჩება , ორივე ლამაზები ვართ ( რაც მართალია მართალია :დ ) და ორივეს კარგად გამოგვდის სიმღერა.სკოლის ბიჭები ფიქრობენ , რომ „იდეალურები „ ვართ , ამის გამო სკოლაში ჩვენი ბევრს შურს და ბევრი გოგო გვემტერება (რაც არ მსიამოვნებს ). მოკლედ მე ვარ თექვსმეტი წლის თავქარიანი გოგონა , რომელსაც დრო ყველაფრისთვის ყოფნის :
ეს მენდია (დედაჩემი)
ეს ჯოი ( ჩემი და )
ეს კი ჩემი მეორე და (:დ) ბეჰატი
*** პირველი დღე
გათენდა სკოლის პირველი დღე . ღმერთო როგორ არმინდოდა ადგომა , მაგრამ დილით თავზე დამადგა ჯოი და წყალი გადამასხა . -აააააააააააააააა .... ჯოიიიიი მოგკლააავ.. -ჰაჰა. ადექი რა აბა შენ გამო რატო უნდა დავაგიანო სკოლაში ? -რახდება გოგოებო ? -დედა ბარბი არ დგება. -დედა ჯოიმ წყალი გადამასხა . -ვფიქრობ , თქვენ იმდენს ჩხუბობთ ორივეს დაგაგვიანდებათ სკოლაში .. ადექი ბარბი და ჯოი წადი შენ ჩაიცვი. -არაა რაა მთელი 9 წელი მე ვზრდიდი ამ ბავშვს და ამას რო გაგიკეთებს რააა... - ვყვიროდი , მინდოდა ჯოის გაეგო. -არინერვიულო მესმიის . დიდი ამბავი ერთი ბავშვი გაზარდე მთელი საბავშვო ბაღი ხო არა. ? ენა გამომიყო.. -თქვენ რა კიდე არ გაცვიათ ? დროზე შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და მალე ჩაიცვით ნახევარ საათში მე გავდივარ და ფეხით არრ მოგიწიოთ წასვლა . ამის თქმა და ჩვენი ოთახში შევარდნა ერთი იყო :დ ძლივს ავარჩიე რაც უნდა ჩამეცვა და საბოლოოდ ასე გამოვიყურებოდი : ოთახიდან გავედი და კარებში ჯოი შემეჩეხა. -შენ რა კიდე არ გაცვია..? მალე ჩაიცვი რა შენ გამო ფეხით ვერ წავალ.. -აუუ ბარბი მაპატიე რა წყალი რომ გადაგასხი დღე დილით. -პირდაპირ მითხარი რაგინდა ნუ მეტენები . -დამეხმარე რა ჩაცმაში.. -უუუფ, შენ კიდე დიდი ვინმე არ მყავდე . ვინ უყურებს ერთი შენ ჩაცმას. -იცოდე დედას ვეტყვი , გუშინწინ რომ მთელი დღით გასული იყავი და მთელი დღე რომ მარტო დამტოვე... -რა დამპალი ხარ.. წამოდი ჩაგაცმევ... საბოლოოდ ჯოიც გამოვაწყვე :
ტელეფონმა დამირეკა .. ბეჰატი იყო : -ხო ბეეჰ.. -ბარბ კითხე ამანდას დედაჩემს აინტერესებს დღეს გამოგვივლით ? -დეე დღეს გავუვლით ბეჰატის ? კი ხო ? ხო კაი? :დდ -კიო ბეეჰ.. -გოგო კითხე .. ეგ კიო შენი ჭკუით თქვა.. -კაი რა 15 წუთში მანდ ვაართ. -კაი გელოდები.. მანქანაში ჩავჯექით და ბეჰატის გავუარეთ. როგორც ყოველთვის ბეჰატისაც ძალიან მაგრად ეცვა.
სკოლაში მივედით. -გოგოებო მოიხედეთ .. დაგვიძახა ტაშამ და სურათი გადაგვიღო .. -ე ისე თქვენ სკოლაში მოდიოდით თუ ფეშენ შოუზე .? -რამე განსხვავებაა ..? :დ უთხრა ბეჰატიმ -არა რას ამბობ არანაირი .. დე ჩვენ დღეს დაგვაგვიანდება ბევრი გვაქ სამუშაო , ჯოის მიხედეთ , ბეჰატიც ჩვენთან წამოვიდეს და ჭკვიანად იყავით იცოდე. -კი ჭკვიანად ვიქნებით და ჯოისაც მივხედავთ. როგორც კი მანქანა გაცდა სკოლის საზღვრებს მე და ბეჰატი სიხარულისგან დავფრინავდით. -ჯოი მისმინე , მე დღეს შენ ხომ ჩაგაცვი .? -კი . მერე .? -მერე მე და ბეჰატი დღეს კლუბში წავალთ და არავის უთხრა . -უფ , კიდე რა გინდა ? სამაგიეროდ მე ხომ არ ვუთხარი დედას რომ მარტო დამტოვე მთელი დღე? ხვალაც კარგად ჩამაცვი და წადით. -კარგი კარგი .. უუჰ , რა აუტანელი და მყაავს :@ პირველმა დღემ , ჩვეულებრივად ჩაიარა , როგორც წესი სკოლის პირველი დღე წითელ ხალიჩას გავს . სადაც გამოდიან ვარსკვლავები და კრიტიკოსები აფასებენ მის ჩაცმულობას. :დ გაკვეთილები დამთავრდა და მე და ბეჰატი კაფეში ჩავედით. მხოლოდ ერთ მაგიდასთან იყო 2 თავისუფალი ადგილი და ჩვენც იქითკენ წავედით. -ბეჰატი ის ბიჭი ახალია .? ) მომწონს სიმპატიური ჩანს -კი აშკარად ახალია.. მერე ჩვენც იქითკენ არ მივდივართ ? წამო და გავიცნობთ. -შეიძლება ? ვიკითხე მე . -კი მითხრა იმ ბიჭმა და სკამი გამოგვიწია. -მე კრისტოფი ვარ . -მე ბარბარა. -მე ბეჰატი. -სასიამოვნოა .) ბევრს რამეზე ვისაუბრეთ , ვაღიარებ ძალიან სასიამოვნო ბიჭი იყო . გარეგნობაც ხელს უწყობდა იმისთვის რომ იდეალური შეყვარებული ყოფილიყო . იმ მაგიდასთან კიდევ ერთი გოგო მირანდა და ერთი ბიჭი ლოგანი გავიცანი .
საბოლოოდ შევთანხმდით , რომ საღამოს გოგოები ჩემთან მოვიდოდნენ , ბიჭები ჩემს სახლში მოგვაკითხავდნენ და რესტორანში წავიდოდით. (რატომღაც კლუბს რესტორანი ვამჯობინეთ ) . საღამოს მირანდა და ბეჰატი ჩემთან მოვიდნენ.ერთმანეთს ვეხმარებოდით ტანსაცმლის არჩევაში.საბოლოოდ ასე გამოვიყურებოდით : მე:
ბეჰატი :
მირანდა :
მე ქვევით ჯავედი ჯოისთან. -ჯოი დარჩები მარტო ? ხო არ გეშინია .? -არ მეშინია.დავრჩები. -კარი არავის გაუღო . მეც 2 საათში მოვალ. -კარგი , სანამ შემოხვალ დაიძახე , რომ შენხარ , თორე შემეშინდება . -კაი :დ ბიჭებიც მოვიდნენ . ერთი ძმაკაცი -ზაკიც წამოუყვანიათ.
-გავნაწილდიიიით :დ თქვა სიცილით ლოგანმა -რა..? (ბეჰატი) -რა და რესტორანში ცალ-ცალკე ხო არ შევალთ . ბიჭები ცალკე და გოგოები ცალკე ? დავწყვილდეთ. (ზაკი) -აჰა , გასაგებია (მირანდა) -კარგი აზრია (მე) საბოლოოდ ასე გადავნაწილდით ( :დ ) : მე და კრისტოფი , ლოგანი და ბეჰატი და მირანდა და ზაკი ყველა ცალ-ცალკე მანქანაში ჩავჯექით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა , ღუ არ ჩავთვლით იმას , რომ გზაში გონკაობდნენ და ერთმანეთი კინაღამ დაამტვრიეს. მაგრამ „კინაღამ" ხო არ ითვლება :დ . ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით , ძალიან დავახლოვდი ყველასთან . კრისტოფი უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა . მირანდა ჩვენი დაქალი გახდა , ლოგანთან და ზაკთან „ დავძმაკაცდი „ სახლში კრისტოფმა მიგვიყვანა მე და ბეჰატი. -ხვალ მოდიხარ სკოლაში ? (კრისტოფი) -კი.. შენ ? (მე) -შენ თუ წამოხვალ მე სახლში რა გამაჩერებს ? ;)) (კრისტოფი) -...... -კაი მაშინ ხვალამდე. მითხრა და ლოყაზე მაკოცა (სხვაგან ვერც გაბედავდა თორე ნამდვილად ვერ წავიდოდა სკოლაში :დ) -ხვალამდე . (მე) მე და ბეჰატი კარებისკენ წავედით . მე კარი შევაღე , უცებ თავში რაღაც მძიმე სხეული მომხვდა და დავეცი ....
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ ძალიან გთხოვთ 10 კომენტარზე გავაგრძელებ
daamowma:elene_sandrom gaalamaza:Butterflym
|